კვერცხის ფასი, ხარისხიდან გამომდინარე, თბილისის სუპერმარკეტებში 27-დან 30 თეთრამდე იცვლება. პროდუქტის დისტრიბუტორები აცხადებენ, რომ წინასააღდგომოდ ბაზარზე ადგილი აქვს ფასში შეთანხმებას ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის.
კომპანია „გიორგი 2011“ წარმომადგენელი გიორგი ნანუაშვილი ამბობს, რომ რადგან სააღდგომოდ ადგილობრივი კომპანიები არ აიაფებენ კვერცხს, ფასს არც იმპორტიორები დასწევენ:
“დღესასწაულის შემდეგ ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს და ყველა იძულებული გახდება ფასი შემციროს“.